სტაჟირება
EWMI-ს „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. სულ დაფინანსდება საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების 30 მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი.
სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის, ზაფხულშიც. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლ
ობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა. სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.
საბუთების მიღება დაწყებულია!
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
G-PAC-ის განაცხადი ფორმა;
სამოტივაციო წერილი;
ავტობიოგრაფია (CV);
ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს;
სამი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
პირადობის მოწმობის ასლი (ორივე მხარე);
საბუთები გაუგზავნეთ პროგრამის კოორდინატორს, მარიამ ვარდანაშვილს, მისამართზე vmaria@ewmi-gpac.org (995 32) 2 202 444 შიდა: 104, ან გააგზავნეთ ამობეჭდილი (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი, საქართველო). Facebook გვერდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.