სტაჟირება
კლინიკა "მედიჰელფი" იწვევს სტაჟიორებს რეგისტრატორებისა და მოლარე-ოპერატორების პოზიციაზე.
სტაჟირების პერიოდი მოიცავს სამ თვეს, სასურველი კანდიდატები შეიძლება კლინიკაში დასაქმდნენ მითითებულ პოზიციებზე, კლინიკის მიერ გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი ცნობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ასაკი: 20-დან 30 წლამდე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** აქტიურობა და ენერგიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@medihelp.ge 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია "სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.