ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორების მიღებას კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში.

დეპარტამენტი: კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი
პოზიცია - სტაჟიორი;
ადგილმდებარეობა - თბილისი,
ანაზღაურება - ანაზღაურების გარეშე.

სამუშაო აღწერა:

** შესაბამისი დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად ექსპერტიზების ჩატარებასა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო პროცესში ექსპერტის დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (კრიმინალისტის სპეციალობით);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაწონასწორებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა:

"სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება; კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება. დებულებები იხ. ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.expertiza.gov.ge

კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსს ატარებს სტაჟირების გავლის კომისია. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. ბიუროში სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა. სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

საკონკურსო პირობები:

კონკურსი მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ აპლიკაცია სამოტივაციო წერილთან ერთად მისამართზე hr@expertiza.gov.ge 2012 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.expertiza.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (032) 2 258484.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები