ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კონკურსს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში.

კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები. მაქსიმალური ასაკი - 30 წელი.

მოთხოვნები :
•    ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა.
სასურველია:
•    უმაღლესი განათლება მშენებლის ან არქიტექტორის სპეციალობით;
•    კომპიუტერული პროგრამა CIS-ის ან  SPSS-ის ცოდნა;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოდგინონ შემდეგი საბუთები;
•    Currculum Vitae (CV);
•    დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საბუთების მიღება იწარმოებს  2012 წლის 15 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე:  konkursi@economy.ge  
სტაჟიორთა შერჩევა გაიმართება ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ  კანდიდატებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები