სტაჟირება
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველთათვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ახალი ბიზნეს პროექტების და საინვესტიციო პროდუქტების მომზადება;
• პროექტების ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება;
• არსებული ბაზრის კვლევის ჩატარება;
• პროექტების სტრატეგიული ანალიზის მომზადება (SWOT/PEST Analyses);
• პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციების ჩატარება და მათი დაინტერესება ახალი პროექტებით;
• პროდუქციის გასაღების ხელის შეწყობა და ახალი ბაზრების მოძიება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბიზნეს/ეკონომიკური პროფილის მაგისტრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (წერითი და ვერბალური); სხვა უცხო ენების ცოდნა განხილულ იქნება, როგორც უპირატესობა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
სტაჟირების ვადაა 2 თვე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internship@menr.gov.ge 2012 წლის 25 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.