სტაჟირება
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.
მიიღებიან ფინანსისტები, ეკონომისტები, ბიზნესით დაინტერესებული და სხვა სპეციალობის ადამიანები, სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები 35 წლის ასაკამდე.
მიღება იწარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირების ხანგრძლივობა 4 თვე. სტაჟირება დაიწყება 20 ივნისს.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორები დასაქმდებიან პროექტებში. ყველა სტაჟიორი, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
"აფბაში" სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტი).
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა 20 ივნისამდე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_afba@yahoo.com და სათაურში მიუთითოთ აღნიშვნა: "სტაჟირება" .
ინფორმაცია "აფბას" საქმიანობის შესახებ იხილეთ: http://www.afba.ge
სააპლიკაციო ფორმის მისაღებად მოგვწერეთ careers@iliauni.edu.ge
გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება აპლიკაციის შესწავლის შემდეგ. გასაუბრების შესახებ გაცნობებთ თქვენ მიერ მითითებული მობილური ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
სტაჟირება უფასოა
საკონტაქტო პირი:
გიორგი კაპანაძე 571 871 781
ელ-ფოსტა: vacancy_afba@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.