ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველთათვის.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
•    პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
•    თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•    ახალი ბიზნეს პროექტების და საინვესტიციო პროდუქტების მომზადება
•    პროექტების ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება
•    არსებული ბაზრის კვლევის ჩატარება
•    პროექტების სტრატეგიული ანალიზის მომზადება (SWOT/PEST Analyses)
•    პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციების ჩატარება და მათი დაინტერესება ახალი პროექტებით
•    პროდუქციის გასაღების ხელის შეწყობა და ახალი ბაზრების მოძიება

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბიზნეს/ეკონომიკური პროფილის მაგისტრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (წერითი და ვერბალური); სხვა უცხო ენების ცოდნა განხილულ იქნება, როგორც უპირატესობა
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარ-ჩვევები (Word, Excel, Power Point)

პიროვნული მახასიათებლები:
•    მოტივაციის მაღალი დონე;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მოქმედების უნარი;
•    ინიციატივის გამოვლენის უნარი;
•    პრობლემების გადაჭრისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
•    კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
•    ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
•    მოლაპარაკების წარმოების უნარები;
•    ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.

სტაჟირების ვადაა 2 თვე

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internship@menr.gov.ge  2012 წლის 25 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები