ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

"ბი დი სი აკადემია" გთავაზობთ საბანკო საქმის ტრენინგ კურსს ტაოპრივატბანკში სტაჟირებით.

უფასო პრაქტიკა ბაზისბანკსა და ტაოპრივატბანკში, ასევე, სხვადასხვა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებში. თქვენ გეძლევათ საშუალება, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საბანკო საქმეში, მიიღოთ გამოცდილება და გახდეთ საბანკო საქმის სპეციალისტი.

ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილია მსმენელთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საბანკო საქმის შესწავლით და სურთ, დასაქმდნენ ამ სექტორში. საბანკო საქმის კურსი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების და ეკონომიკურ და ბიზნეს განათლების მქონე პირთათვის. კურსი გაძლევთ საშუალებას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საბაკო-საფინანსო სფეროში. წარმატებულ მსმენელებს ექნებათ დასაქმების შანსი. პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, სლაიდებსა და პრეზენტაციებზე. მსურველები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, სტაჟირების ცნობას და სარეკომენდაციო წერილს.
კურსის კოორდინატორები არიან წამყვანი ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ფუნქციონირებს როგორც დღის, ასევე, საღამოს ჯგუფები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 21 ივნისამდე.  ტელ: 292 03 30/251-47-30
ვებ-გვერდი: http://www.bdc-center.ge ელ-ფოსტა: academy@bdc-center.ge    
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები