სტაჟიორის ვაკანსია შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ში
შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ში HR განყოფილებას სჭირდება სტაჟორი, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს განყოფილებაში, გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას, მიიღებს გამოცდილებას.
სტაჟირება არ გულისხმობს ანაზღაურებას.
აუცილებლად დაგვიკავშირდნენ კანდიდატები, რომლებიც სწავლობენ (ან გაუვლიათ HR-ის განხრით ტრენინგები/კურსები) და ამასთანავე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში გარკვეული გამოცდილების მიღების სურვილი აქვთ.
აუცილებელი მოთხოვნები:
• მაღალი აკადემიური მოსწრება;
• კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალურობა;
• გამართული მეტყველების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 7 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.