სტაჟიორი საკრედიტო განყოფილებაში
„ბანკი კონსტანტა“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე საკრედიტო განყოფილებაში.(საკრედიტოს განხრით შერჩეული სტაჟიორები პერსპექტივაში განხილულნი იქნებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე)
ადგილმდებარეობა : თბილისი, (ლილოს განყოფილება, ბარათაშვილის განყოფილება)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
აუცილებელი უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები, დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
- სხარტი აზროვნება, ინტუიცია;
- ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@constanta.ge 2013 წლის 13 აგვისტომდე, სათაურის ველში მიუთითეთ ”სტაჟირება, საკრედიტო განყოფილება„ და კონკრეტული ფილიალი სადაც გსურთ სტაჟირების გავლა.