ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟიორება პრობლემური სესხების ექსპერტის თანამდებობაზე

კომპანია “A Rating” აცხადებს სტაჟიორების მიღებას “პრობლემური სესხების ექსპერტის ” თანამდებობაზე  შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. გამოცდილების მქონე კადრის შემთხვევაში შესაძლებელია პირდაპირი დასაქმებაც.

ფუნქცია-მოვალეობები:

მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
საქმიანობის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან; საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი, კომიტეტი და პროექტის მენეჯერთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა;
სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების  წარმოება, სესხის რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება;
გუნდური მუშაობა სხვა პრობლემურ ექპერტებთან ან/და პრობლემური ჯგუფის იურისტებთან;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
ლოგიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, საინტერესო კანდიდატებად განიხილებიან  მონათესავე სფეროში გამოცდილების მქონე პირები.

პრობლემური სესხების ექსპერტი (სტაჟიორი) უზრუნველყოფილია მობილური ტელეფონის ნომრით, რომელზეც ირიცხება სასაუბრო დრო, კომპანიის ავტომანქანით კლიენტებთან ვიზიტების განხორციელებისათვის და სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო სხვა პირობებით. წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერთიფიკატი და განიხილება მათი შემდგომში დასაქმება.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV/რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge 2013 წლის 10 ივლისამდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პრობლემური სესხების ექსპერტი სტაჟიორი“.

ბანერები