სტაჟიორება
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს სტაჟიორების მიღებას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის 88/15 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: გამომუშავებით. შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების მიზანია დასაქმება ირაოს საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის და სადაზღვეო პროდუქტების შესწავლა;
მომსახურებისა და გაყიდვების უნარ–ჩვევების განვითარება;
საცალო გაყიდვების მენეჯერთან ერთად ახალი კლიენტების მოძიება,პრეზენტაციების გაკეთება;
საცალო გაყიდვების მენეჯერის ასისტირება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:
შემოქმედებითობა;
პრეზენტაბელურობა;
კომუნიკაბელურობა;
დამაჯერებლობა;
შრომისმოყვარეობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern@irao.ge 2013 წლის 24 ივლისამდე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.