სოციალური მუშაკის ვაკანსია საზოგადოება "ბილიკში" (რეგიონი გორი)
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის თანამდებობაზე გორში.
საზოგადოება "ბილიკი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შიდა ქართლში, ქ. გორში. ორგანიზაციის მისიაა, დაეხმაროს ყველა ბავშვს, მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, რათა სრულად იქნეს რეალიზებული თითოეული ბავშვის პოტენციალი.
თითოეული კანდიდატი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
სავალდებულო:
• უმაღლესი განათლება;
• ბავშვთან ან სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
• წერითი და ანალიტიკური უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი.
სასურველია:
• განათლება სოციალურ სამუშაოში;
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასერტიფიკაციო კურსის სერტიფიკატი;
• სოციალური მომსახურების სფეროში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
დავალებების დეტალური ჩამონათვალი:
1. ახდენს მიზნობრივი ჯგუფის კლიენტების იდენტიფიცირებას, ოჯახში/თემში ვიზიტების საშუალებით;
2. მართავს სოციალური მომსახურების შემთხვევას, მოძიებიდან/მომართვიდან მომსახურების დასრულებამდე, აფასებს მიღწევებს/შედეგებს:
• აფასებს კლიენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს სოციალური დაცვისა და მომსახურების საჭიროებას;
• განსაზღვრავს (დასკვნისა და/ან რეკომენდაციის სახით) ბავშვზე ზრუნვის ფორმას და გეგმავს შესაბამის ჩარევას;
• უზრუნველყოფს შემთხვევის მართვისთვის საჭირო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას და შედეგების მონიტორინგს;
• ბავშვთან და ოჯახთან ერთად შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმას და საჭიროებისამებრ, მოიძიებს, დაგეგმავს და უზრუნველყოფს ოჯახისთვის დამხმარე მომსახურებების მიწოდებას და მონიტორინგს.
თავად აწვდის შემდეგი სახის სოციალურ მომსახურებას:
• უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს ქცევითი, აკადემიური მოსწრების, ფიზიკური და გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებს და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
• უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს ბავშვთა აღზრდის საკითხებში პრობლემების მქონე მშობლებისთვის და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
• უწევს დახმარებას და ახორციელებს კონსულტაციებს სოციალური პრობლემების მქონე ინდივიდებთან, ოჯახებთან, ჯგუფებთან და თემებთან და საჭიროებების შესაბამისად ახდენს სპეციალისტებთან მათ გადამისამართებას;
• აგროვებს და სისტემაში მოჰყავს ინფორმაცია, როგორც მთლიანობაში გაწეული სამუშაოს შესახებ, ასევე, კონკრეტულად სოციალური მომსახურების თითოეულ შემთხვევაზე და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას (არქივირება).
ადმინისტრაციული საკითხები: სოციალური მუშაკი დაექვემდებარება საზოგადოება "ბილიკის" აღმასრულებელ დირექტორს.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.