ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები

სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

განვითარებადი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა წინასწარ შერჩეული კანდიდატებისათვის უზრუნველყოფს ერთწლიან სტიპენდიას სამშობლოშივე სლოვაკური ენის შესასწავლად.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    ფლობდნენ მინიმუმ საშუალო განათლების ატესტატს, რომელიც დააკმაყოფილებს სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
•    საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მსურველ კანდიდატთა ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 26 წელს;

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები