სკრიფს ჰოვარდის ფონდის სტაჟირების პროგრამა ვაშინგტონში
ვაშინგტონის სკრიფს ჰოვარდის ფონდის სემესტრული სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს ყოველწლიურად მოიწვიოს 2 საერთაშორისო სტუდენტი სკრიფს ჰოვარდის სიახლეთა განყოფილებაში ერთსემესტრიანი დასაქმების პროგრამაზე.
სტაჟირება განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო კურსებს გადიან ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების განხრით და სამომავლოდ სამსახურებრივ წინსვლას გეგმავენ ჟურნალისტიკის მიმართულებით. სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატები სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს სრულად აუნაზღაურდებათ ორმხრივი საჰაერო მგზავრობის, დაბინავების, ყოველდღიური კვება/ცხოვრება/ტრანსპორტირებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. ნებისმიერი სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი ანაზღაურდება სტაჟიორის მიერ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც თან უნდა დაერთოს დასახელებულ თემებთან მიმართებაში მყოფი ესსე ან სტატიები.
2011 წლის იანვარი – აპრილის სემესტრისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.