ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სისტემური ადმინისტრატორის ასისტენტის ვაკანსია ,,თეგეტა მოტორსში”

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

• მომხმარებელთა კონსულტაცია;
• გაუმართავობების აღმოფხვრა ლოკალურად ან არალოკალურად;
• ობიექტებზე გასვლა;
• ქსელის გრაფიკული სქემის და სერვერების მონიტორინგი;
• AD მოვლენების მონიტორინგი;
• DNS-ის მართვა და მონიტორინგი;
• დომეინის ობიექტების მართვა (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჯგუფები და პრინტერები);
• ანტივირუსული სერვერების მუშაობის მონიტორინგი;
• კომპუტერების გაწმენდვა ვირუსებისგან;
• სარეზერვო კოპირებული მონაცემების სისტემის მუშაობის მონიტორინგი;
• საფოსტო სერვერის მუშაობის მხარდაჭერა;
• ფაილების სერვერის მუშაობის მხარდაჭერა;
• მომხმარებელთა კომპიუტერების უზრუნველყოფა საჭირო პროგრამებით;
• პროქსი სერვერის მუშაობის მხარდაჭერა;
• ვირტუალური სისტემების კონფიგურირება და მხარდაჭერა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
• ქსელის მუშაობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

პროფესიული გამოცდილება/განათლება:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• Cisco და MS სერტიფიკატები სასურველია;
• სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• სისტემის და ქსელის ადმინისტრაციის ღრმა ცოდნა და უნარები;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური - მომხმარებლის დონეზე;
• შემდეგი სისტემების ცოდნა: MS Windows XP, MS Windows 2003 (AD), MS Exchange, MS ISA;
• ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა.

განაცადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 მარტი.
გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11

 

 

ბანერები