ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ვაკანსია სამშენებლო კომპანია "დელტა ჰოლდინგ"-ში

სამშენებლო კომპანია "დელტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
•    კომპანიის სამშენებლო და საწარმო ობიექტებში საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
•    ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სტანდარტების შესაბამისად შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
•     კომპანიის კუთვნილი ტექნიკის ექსპლუატაციაზე უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მათი რეალიზაციის გზების დანერგვა;
•    პერიოდული ანალიზის საფუძველზე შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (შესაბამის სფეროში);
•    შესაბამის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს ISO სერტიფიკატი);
•     შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
•    ამ სფეროში ტრენინგების/ხარისხის/საკვალიფიკაციო დონის განმსაზღვრელი სერთიფიკატების/საბუთების წარმოდგენა;
•     შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

საჭირო საბუთები:
•    CV და 2 სარეკომენდაციო წერილი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები