შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ვაკანსია
„რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას
შპს „რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ჩამსხმელ-ოპერატორის თანამდებობაზე ავტოგასამართი სადგურების ქსელში.
მინიმალური მოთხოვნები:
1. საშუალო განათლება
2. მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია.
3. ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
კადრების განყოფილებაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1) ჯანმრთელობის ცნობა და ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ასევე, ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე
2) პირადობის 2 ასლი, 2 ფოტოსურათი.
3) განათლების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის (ატესტატის და/ან დიპლომის) ასლი.