შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაქმების ფორუმი
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტუდენტთა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, აცხადებს სტაჟირების პროგრამასა და ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე.
სტაჟირების ადგილების რაოდენობა: 479
სტაჟირების გავლის შემდგომ, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, მათი დაინტერესებიდან გამომდინარე.
სტაჟიორის ვაკანსია გამოცხადებულია სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის:
- გამომძიებელის პოზიციაზე;
- პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე;
- ინსპექტორის და ფსიქოლოგის პოზიციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
ასევე სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია :
- 112-ში;
- სასაზღვრო პოლიციაში;
- საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში;
- ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში;
- მომსახურების სააგენტოში;
- დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სტაჟირების პოზიციაზე შესაძლებელია დასაქმდნენ ბაკალავრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებული.
გარდა ამისა, სამინისტრომ გამოაქვეყნა 100 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსია და 2 ვაკანსია მომსახურების სააგენტოში. ვაკანსიების გამოცხადება პერიოდულად გაგრძელდება.
სტაჟირების პოზიციები და ვაკანსიები გამოცხადებულია 2019 წლის 29 სექტემბრამდე.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ბმულზე და მიყევით ინსტრუქციას: http://hr.police.ge