შესყიდვების მენეჯერის ვაკანსია შპს ”ქართული ხილი და ბოსტნეული”
შპს "ქართული ხილი და ბოსტნეული" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• საქართველოს ხილ-ბოსტნეულის წარმოების და გასაღების ბაზრების ცოდნა, ფასების კვლევა და ანალიზი
• შესყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შედგენა
• მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან პროდუქციის შესყიდვაზე
• პროდუქციის ხარისხის კონტროლი
• შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება და კომპანიის შენახვის საწყობში ჩაბარება
• შესყიდვა-ტრანსპორტირების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
• სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
• პასუხისმგებელი, ორგანიზებული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ანალიტიკური აზროვნების მუშაობის უნარი
• ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (9:00-18:00).
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო (ამჟამად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 11 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.