შესყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანიაში ”სათამაშო”
შპს "სათამაშო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
• აწარმოოს პირველადი და ბიზნეს-მოლაპარაკებები მომწოდებლებთან/პარტნიორებთან;
• განახორციელოს შესყიდვები მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა კომპანიებთან;
• მსოფლიო ბაზარზე ახალი მომწოდებლების/პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან მოლაპარაკება;
• უზრუნველყოს შეკვეთების ტრანსპორტირება და მონიტორინგი;
• დროულად მოამზადოს შესყიდვების დოკუმენტები პარტნიორებთან;
• მოამზადოს შესყიდვებთან დაკავშირებული სტატისტიკური ანალიზი, უზრუნველყოს მათი შედარებები;
• განახორციელოს ბაზარზე პროდუქციის ფასთა კვლევა და ანალიზი.
• სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მსგავს პოზიციებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.
შრომის ანაზღაურება შეთანხმებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 5 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.