შესყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია - "სტრადა ავტო"-ში
ავტო დილერი კომპანია - "სტრადა ავტო" - აცხადებს კონკურსს სერვის ცენტრის შესყიდვების მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო კვირა: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო საათები: 10.00-19.00.
ანაზღაურება: 800 ლარი (დაბეგვრის შემდეგ).
ძირითადი მოვალეობები:
• ავტონაწილების მოძიება და შესყიდვა;
• ავტონაწილების დასაწყობება;
• საწყობში არსებული საქონლის სისტემატიური აღრიცხვა-კონტროლი;
• ავტონაწილების გასაყიდი ფასის კალკულაცია.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია, მანქანათმშენებლობის დარგში);
• ავტონაწილების შეკეთების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ავტონაწილების კარგი ცოდნა;
• ავტონაწილების ბაზრის კარგი ცოდნა;
• ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.