შესყიდვების მენეჯერის თანამდებობა
ქართულ-უკრაინული კომპანია "ფურშეტ ჯეორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
"ფურშეტი" თავის წარმომადგენლობას ხსნის საქართველოში, რომელიც უკვე სექტემბრიდან მოემსახურება ქართველ მომხმარებელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
• კომპანიის პროდუქციის გაყიდვებისა და ასორტიმენტის ანალიზი;
• შეკვეთების დაგეგმარება;
• მომწოდებლებთან მოლაპარაკება ფასებზე, გადახდის პირობებზე;
• მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და საკონტრაქტო ვალდებულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება;
• სავაჭრო ქსელში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
• კარგი მათემატიკური უნარები;
• განვითარებული ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
• კომუნიკაბელობა;
• დატვირთულ რეჟიმში და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი;
• სისხარტე და ოპერატიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად მისამართზე: vacancy@psp.ge და საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2012 წელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.