შერჩევის სპეციალისტის პოზიცია სს ჩემი ოჯახის კლინიკაში
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" "ალდაგი ბისიაის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა და საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელს წარმოადგენს.
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
უშუალო ხელმძღვანელი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
დაქვემდებარებული პერსონალი: კოორდინაციას უწევს ქსელში შემავალი კლინიკების ადმინისტრაციის სპეციალისტებს (თანამშრომლების შერჩევის კომპონენტში).
ძირითადი მოვალეობები:
• სამედიცინო ქსელში არსებული ვაკანსიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
• ვაკანსიის მართვა კომპანიის შესაბამისი პროცედურის შესაბამისად;
• სამუშაო აღწერილობის შედგენა;
• ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
• კანდიდატების გადარჩევა რეზიუმეების მიხედვით;
• პირველადი ინტერვიუ;
• ტესტირება;
• ადამიანური რესურსების (კანდიდატების) ბაზის მუდმივი განახლება;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
• უშუალოდ კანდიდატების შერჩევის მიმართულებით სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების განხრით (ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა);
• უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლებას იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს ექნება შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭება კვალიფიკაციას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში (დიპლომი ან სერტიფიკატი);
• MS Office, Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
• ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად; ინგლისური - კარგად; რუსული - სასურველია.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
• ორგანიზებული;
• ანალიზის უნარი;
• გამართულად წერის უნარი;
• დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი;
• ვადებში მუშაობის უნარი;
• დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
• ინიციატივიანი.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.