სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობა სს საქართველოს ბანკში (დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ტყიბული)
სს საქართველოს ბანკი, წამყვანი უნივერსალური ბანკი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ ქალაქებში: დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ტყიბული.
ძირითადი მოვალეობები:
• გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
• სერვის-ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
• რეგიონის ბაზრის მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი; გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
• მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი; ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
• დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
• საოპერაციო მომსახურების განვითარების შესაძლებლობების ანალიზი; შესაბამისი წინადადებების მომზადება; დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება;
• სერვის-ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა; საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება; დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება: უმაღლესი - ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.
• სამუშაო გამოცდილება: საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
• მენეჯმენტი, მარკეტინგი და გაყიდვები;
• ბიზნეს კომუნიკაციები, გაყიდვების ტექნიკა;
• საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
• ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;
• მომსახურების სტანდარტები;
• დებულებები კომერციული და ეროვნული ბანკების საქმიანობის შესახებ;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• ენების ცოდნა: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
• დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი - გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
• ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
• გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
• პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
• სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
• დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
• ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 17 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.