სერვის ადმინისტრატორის თანამდებობა თიბისი ბანკში
თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის დროებითი თანამშრომლის პოზიციაზე.
ცენტრი - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
• კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
• კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
• საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
• ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
• კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
• კლიენტისაგან შევსებული განაცხადების მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
• ფილიალის ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და სხვ. კლიენტებისათვის განკუთვნილი ატრიბუტიკით მომარაგება.
პიროვნული თვისებები:
• ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• უმაღლესი განათლება (შესაძლოა იყოს სტუდენტი);
• აქტიური;
• მოტივირებული;
• გაყიდვებზე ორიენტირებული;
• პრეზენტაბელური.
სასურველი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
• საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.