სემპლერი გოგონას ვაკანსია კომპანიაში ”რედ ბული”
"Red Bull" აცხადებს ვაკანსიებს სემპლინგ გოგონას პოზიციაზე.
თუ ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე ხარ, სწავლობ და ეძებ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე, გსურს მიიღო გამოცდილება და შეხვდე ახალ ხალხს, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა!
მოვალეობების მოკლე აღწერა: პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, პროდუქტით გამასპინძლება.
ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი: 18-დან 22-წლამდე
• სტუდენტი
• კომუნიკაბელური
• შრომისმოყვარე
• პასუხისმგებლიანი
• სასიამოვნო გარეგნობის
• აუცილებელი პირობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაოს დაწყების თარიღი: სექტემბერი, 2011 წელი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 11 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.