საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსია შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის სოციოლოგის ან ფსიქოლოგის სპეციალობით;
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
• PowerPoint პრეზენტაციების კეთების უნარი და საჯარო გამოსვლების მეთოდების ცოდნა;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნების ცოდნა;
• PR კამპანიის საფეხურების: დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 26 მარტი 18 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.