საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე.
სარგო: 1,250 ლარი.
ადგილების რაოდენობა: 1.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაოს აღწერა:
• პრესკონფერენციების, ბრიფინგების, კონფერენციების, თემატური სემინარების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;
• ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
• პრეს-რელიზების, საინფორმაციო ბიულეტენის, დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის, ოფიციალური წერილების და ა.შ. მომზადება;
• პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოთხოვნები:
• საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;
• სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
• სასურველი სპეციალობა: საზოგადოებრივი ურთიერთობები;
• სასურველი ასაკი: 21-დან 65-მდე.
დამატებითი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში;
• საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
• სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი";
• საქართველოს კანონი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ";
• საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ".
კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:
პროგრამის დასახელება - პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება - ცოდნის დონე:
• Microsoft Office Excel - 1 წელი - ძალიან კარგი;
• Microsoft Office Word - 1 წელი - ძალიან კარგი;
• Microsoft Office PowerPoint - 1 წელი - ძალიან კარგი.
ენების ცოდნა: ქართული - წერითი უნარები - ძალიან კარგი; მეტყველება - ძალიან კარგი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 6 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.