სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის
შპს "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
• დარბაზის შესაბამის სექციაში საქონლის განთავსების წესების დაცვით პროდუქციის დახლებზე განთავსება და მისი მუდმივი შევსება;
• პროდუქციის რეალიზაციისათვის გამზადება ხარისხის, ვადიანობის, მოპარვის საწინააღმდეგო ჩიპების, ანოტაციებისა და ფასმაჩვენებლების შემოწმების გზით;
• სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
• მომსახურების გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სავალდებულოა რუსული, ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• ორგანიზებულობა;
• პრეზენტაბელურობა;
• ასაკი - 20-30 წლამდე.
ხელფასი: 350 ლარი;
მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ა.წ. 15 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrg@goodwill.ge და გთხოვთ მიუთითეთ, თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.