სატელეფონო სერვის-ცენტრის კონსულტანტის თანამდებობა თიბისი ბანკში
თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სატელეფონო სერვის-ცენტრის კონსულტანტი (რეზერვი).
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების ზუსტი და უშეცდომო გამოვლენა;
• მოთხოვნებიდან გამომდინარე კლიენტებისთვის შესაფერისი მომსახურების გაწევა;
• კლიენტის პრობლემებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური ან/და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• თავაზიანი;
• კომუნიკაბელური;
• ორგანიზებული;
• პასუხისმგებლიანი;
• გუნდური;
• გაყიდვების უნარ-ჩვევა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ნოემბერი.
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.