სატელეფონო სერვის-ცენტრის კონსულტანტი
თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო სერვის-ცენტრის კონსულტანტის (რეზერვი) პოზიციაზე
ცენტრი: თბილისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
• კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების ზუსტი და უშეცდომო გამოვლენა;
• მოთხოვნებიდან გამომდინარე, კლიენტისათვის შესაფერისი მომსახურების გაწევა;
• კლიენტის პრობლემებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
უნარები:
• გაყიდვების უნარი;
• თავაზიანი;
• კომუნიკაბელური;
• ორგანიზებული;
• პასუხისმგებლიანი;
• გუნდური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://vacancy.tbcbank.com.ge 2012 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "სატელეფონო სერვის-ცენტრის კონსულტანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.