ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის ვაკანსია ”რესპუბლიკა” ბანკში

ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ღამის ცვლის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორს აქვს პირდაპირი კონტაქტი ბანკის მომხმარებლებთან. ის პასუხისმგებელია, კლიენტმა მიიღოს სრულყოფილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და მოლოდინს. სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი ბანკის მომხმარებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას ბანკის პროდუქტებისა და სერვისის შესახებ.

კანდიდატის დახასიათება:
• განათლება: უმაღლესი განათლება.
• სამუშაო გამოცდილება: არ არის აუცილებელი.
• ენების ცოდნა: ქართული, რუსული და/ან ინგლისური; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
• ტექნიკური უნარები: კარგი საკომუნიკაციო თვისებები, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი; კომპიუტერის ცოდნა, ბეჭდვა.
• პიროვნული უნარ-ჩვევები: მომხმარებლებთან და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობაზე ორიენტირების უნარ-ჩვევები (მოსმენა, ახსნა, მოთმინება, სწორად მეტყველება და გამორჩეული ზრდილობა).


ბოლო ვადა: 2010 წლის 3 თებერვალი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306,
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები