ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსია სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიში"

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის სრულ სამუშაო განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება;
•     სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა;
•    დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა;
•     დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
•    ზარების გადამისამართება;
•    ასევე შესაძლებელია უშუალო უფროსის მიერ სამუშაო პროცესში დამატებითი დავალებების მიღება.

განათლება და გამოცდილება:
•    უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია ბოლო კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტების დასაქმება);
•    სასურველია სამედიცინო პრაქტიკა (კლინიკაში ან სასწრაფო დახმარების ბრიგადაში);
•    სასურველია სატელეფონო ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•    MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა);
•     ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები