სარეკლამო აგენტის ვაკანსია სარეკლამო სააგენტოში "Studio Reality"
სარეკლამო სააგენტო "Studio Reality" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
• ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, ინტერნეტი);
• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• კომუნიკაბელურობა;
• პრეზენტაბელურობა;
• პასუხისმგებლობა;
• პუნქტუალურობა;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
• ასაკი: 18-30 წელი;
• კრეატიული აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მოვალეობები:
• ახალი კლიენტების მოძიება;
• მოლაპარაკების წარმოება როგორც ჩვენს ოფისში, ასევე კლიენტთან;
• არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
• კომპანიის პროდუქტების კლიენტთათვის შეთავაზება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალების შესრულება;
• სხვადასხვა კომპანიებთან და სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00;
• გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე;
• ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ფიქსირებულ 400 ლარს დამატებული % გამომუშავებიდან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.