სარეკლამო აგენტის ვაკანსია სადისტრიბუციო კომპანია შ,პ,ს, "ჯორჯიან ალიანსი"-ში
სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს. "ჯორჯიან ალიანსი"-ს (უკრაინული კომპანია "ობოლონი"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) სამუშაოდ იწვევს 22-დან 35 წლამდე ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებსა და გოგონებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში მერჩენდაიზერის (სარეკლამო აგენტის) თანამდებობაზე ქ. თბილისში.
მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
· კომუნიკაბელურობა;
· ენერგიულობა;
· დარწმუნების უნარი;
· ახალი ობიექტების ათვისების უნარი.
მოვალეობები:
· ახალი ობიექტების ათვისება;
· თითოეულ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის პრეზენტაცია, წამახალისებელი აქციის პირობების გაცნობა, შეკვეთის აღება;
· თაროებზე პროდუქციის განლაგება (კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით), შემდგომი კონტროლი;
· ყველა სავაჭრო ობიექტში ფასმაჩვენებლების, პლაკატებისა და სტიკერების გაკვრა.
სამუშაო პირობები:
· სარეალიზაციო პროდუქცია: ლუდი "ობოლონი", "ზიბერტი", "ოგნეტუშიტელი";
· ანაზღაურება 400 ლარიდან;
· თანამდებობრივი წინსვლა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.