საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საზაფხულო პროგრამის - "ინოვაციების კვლევა საჯარო სამსახურში" მონაწილეთა შესარჩევად.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში განხორციელებული ინოვაციების კვლევას. კონკურსის მეშვეობით შეირჩევა 10 სტუდენტი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
კვლევის განხორციელებისათვის საჭირო ლიტერატურის მოძიება და თარგმნა;
კვლევის შედეგების ანალიზი;
კვლევის რეპორტის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება
აზრის ნათლად გამოხატვის უნარი (წერილობითი და ზეპირი)
ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
ორგანიზებულობა
გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და კვლევის მოკლე აღწერილობა (კვლევის მიზანი, ეტაპები, შედეგი) 2012 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: trainingcenter@justice.gov.ge
კანდიდატები, რომელთა კვლევის იდეა მოწონებულ იქნება, გაივლიან გასაუბრებას, რომლის მეშვეობითაც შერჩეული 10 სტუდენტი 2 თვის განმავლობაში დასაქმდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში და მიიღებს ჰონორარს (თვიური ანაზღაურება 300 ლარი).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.