სამხედრო სამსახური შეიარაღებულ ძალებში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და სთავაზობს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრი სამსახურის გავლას.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან - თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს 9 - დან 25 მარტამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრში "კრწანისი".
მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. ნამსახურეობის ნუსხა (ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული);
2. ანკეტა (შევსება მოხდება ადგილზე);
3. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი);
4. განცხადება გაწვევაზე;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. განათლების მოწმობის ასლი;
7. ქორწინების მოწმობის ასლი;
8. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
9. პირადობის მოწმობის ასლი;
10. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
11. დახასიათება-რეკომენდაცია;
12. შრომის წიგნაკი (თუ აქვს);
13. ოჯახის შემადგენლობის ცნობა;
14. ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა;
15. შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობა);
16. ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფ #100-ა);
17. სოც. უზრუნველყოფიდან ცნობა პენსიის შესახებ;
18. ფოტო-სურათი 3X4 6 ცალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11