სამსახურის უფროსის თანაშემწე შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს სამსახურის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე (მუშაობის საათები დღის მეორე ნახევრიდან).
განსახორციელებელი საქმიანობა:
• სამსახურის ხელმძღვანელის პირადი არქივის და დოკუმენტაციის წარმოება;
• მუშა შეხვედრების და სამუშაო გრაფიკის ორგანიზება;
• საოფისე ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
სასურველი კვალიფიკაცია:
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
იროვნული უნარ-ჩვევები:
• სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
• მოწესრიგებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
საჭირო საბუთები:
• CV ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 17 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.