სამსახურის უფროსის მოადგილე
• დამსაქმებელი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
• განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2012/08/13
• სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს აღწერა
• სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან სამსახურის თანამშრომლობის კოორდინაცია;
• უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის სფეროში არსებული სიახლეების სისტემატური ანალიზისა და განზოგადების პროცესის უზრუნველყოფა; შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა;
• სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში გამოვლენილი ტენდენციების და აღნიშნული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის განზოგადებისა და ანალიტიკური მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია;
• სამსახურის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების პროცესის კოორდინაცია;
• სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება და სამსახურისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი.
მოთხოვნები
• საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრი (უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება)
• სამუშაო გამოცდილება: 5 წელი (უპირატესობა ენიჭება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირს);
• სასურველი ასაკი: 21 დან - 65 მდე
• სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია;
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტები;
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები.
ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Excel ძალიან კარგი
Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint ძალიან კარგი
ენები :
ქართული წერითი უნარი-ძალიან კარგი მეტყველება-ძალიან კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია
• საკონტაქტო მისამართი: ვ. ბერიძის 6
• საკონტაქტო ტელეფონები: 2438818
• საკონტაქტო პირი: თამარ კალანდაძე
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.