ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სამაგისტრო სტიპენდიები ეკონომისტებისთვის (ERP)

ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულებს სტიპენდია საშუალებას აძლევს, გაიარონ სამაგისტრო კურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღონ მაგისტრის ხარისხი.

სტიპენდიის ხანგრძლივობა არჩეული სამაგისტრო კურსისდა მიხედვით შეიძლება განისაზღვრებოდეს 10 - 24 თვემდე. სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა ერთ აკადემიურ წელზე და მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან განაცხადის შემოტანამდე არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი.

 კონკურსანტის შერჩევისას მნიშვნელოვან კრიტერიუმს მის აკადემიურ მოსწრებასთან ერთად წარმოადგენს მოტივაციის წერილი, რომელიც ზუსტად უნდა ასახავდეს კონკურსანტის მიერ უნივერსიტეტისა და სამაგისტრო კურსის არჩევის პირად თუ პროფესიულ მოტივაციას.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბრის (18:00 სთ.).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები