სამაგისტრო პროგრამები
კავკასიის უნივერსიტეტი შეიქმნა 2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია შესაბამისი საერთაშორისო სააგენტოს და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სკოლებისგან. უნივერსიტეტში მოქმედებს სადოქტორო, სამაგისტრო, საბაკალავრო, უმაღლესი პროფესიული და სასერთიფიკატო პროგრამები. კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
2013-2014 სასწავლო წლისთვის კავკასიის უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
კავკასიის ბიზნესის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA), გრენობლის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში, მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში.
კავკასიის სამართლის სკოლა - სამაგისტრო პროგრამები კერძო (ბიზნეს) სამართლის მიმართულებით; საჯარო სამართლის მიმართულებით; სისხლის სამართლის მიმართულებით.
კავკასიის მედიის სკოლა - სამაგისტრო პროგრამები ჟურნალისტიკის მიმართულებით; სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა - სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო სისტემების მიმართულებით.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა - სამაგისტრო პროგრამები საჯარო მმართველობის მიმართულებით; საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
კავკასიის ჯანდაცვის სკოლა - სამაგისტრო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თითოეული სკოლის ბმული ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 237 77 77.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 თებერვალი