საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "B.I.G."
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "B.I.G." აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა;
• კლიენტების მიღება და გასაუბრებების ჩატარება;
• პროექტების დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა;
• პორტფელის ზრდაზე და მის ხარისხზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
• სასურველია 6 თვის სამუშაო სტაჟი საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე ბანკში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში;
• ანალიტიკური უნარი;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
• შრომისმოყვარეობა;
• პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ნოემებრი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.