ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საკრედიტო მენეჯერის ვაკანსია ”ლიბერთი ბანკი”-ში

ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:
•    ნაძალადევის ფილიალი - 1 პოზიცია;
•    ზუგდიდის ფილიალი - 1 პოზიცია;
•    სენაკის ფილიალი - 1 პოზიცია;
•    ლანჩხუთის ფილიალი - 1 პოზიცია.

ძირითადი მოვალეობები:
•    ბანკის კლიენტებისთვის/პოტენციური მსესხებლებისთვის საცალო საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
•    ბანკში დადგენილი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით პოტენციური მსესხებლის ფინანსური პროფილის შესწავლა და საკრედიტო

განაცხადის კომიტეტისთვის წარდგენა და დაცვა;
•    საცალო სესხების გაცემა; სესხებთან დაკავშირებული ფაილინგის წარმოება;
•    გაცემული სესხებისგან შემდგარი საკრედიტო პორთფელის მართვა მისი მაღალი (ბანკისათვის მისაღები) ხარისხის შენარჩუნების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    კომერციულ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
•    უმაღლესი განათლება მენეჯმენტში, ფინანსებში ან საბანკო საქმეში;
•    კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
•    კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
•    შესაძლებლობა მართოს საკუთარი დრო სწორად, შეასრულოს რამოდენიმე ამოცანა პარალელურად და მოკლე ვადებში;
•    ქართული ენის გამართული ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველი).

პიროვნული უნარები:
•    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
•    აზროვნების სისწრაფე;
•    კომუნიკაბელურობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

საჭირო საბუთები:
•    CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები