საკრედიტო განყოფილებაში სტაჟიორის ვაკანსიას
"ფინკა საქართველო" აცხადებს საკრედიტო განყოფილებაში სტაჟიორის ვაკანსიას დიდუბის ფილიალში
ძირითადი ფუნქციები:
- კლიენტების მოზიდვა
- სასესხო განცხადებების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციის გაცემა
- სესხის გაცემა და სესხის დაფარვის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
- მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა (ელემენტარულ დონეზე);
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოს რეზიუმესთან (CV) ერთად ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟიორი დიდუბის ფილიალში") მისამართზე: vacancy@finca.ge არა უგვიანეს 2012 წლის 15 ივლისისა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები, მხოლოდ რეზიუმე ან სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება. "ფინკა საქართველო" დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"ფინკა საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით. დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.finca.gehttp://www.finca.org
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.