საკრედიტო ექსპერტის ვაკანსია ს.ს. "ბითიეი ბანკში"
ს.ს. "ბითიეი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე საცალო დაკრედიტების დეპარტამენტში.
პროფესიული მოვალეობანი: საცალო კლიენტების მოძიება-მომსახურება, საკრედიტო განაცხადის მიღება, პროექტის დამუშავება, კომიტეტზე გატანა, სესხის გაცემა, მომსახურება.
შრომითი გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა;
• ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
• პასუხისმგებლობა;
• ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 17 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.