ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საკრედიტო ექსპერტების თანამდებობა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალში"

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტების თანამდებობაზე ქუთაისის ფილიალში.

აუცილებელი მოთხოვნები:


•    უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
•    სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
•    კომპიუტერის, კერძოდ კი, Word და Excel-ის ზედმიწევნით ცოდნა;
•    აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.

სამუშაოს აღწერილობა:

•    პოტენციური მსესხებლების მოძიება;
•    მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი;
•    სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი;
•    ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი;
•    ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 ოქტომბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები