საკონსულტაციო ფირმა „სოციალური ზეგავლენის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სახელწოდებით “ქართული მედიის დემოკრატიზაციის, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის დონის შეფასება“
აშშ - ს ქალაქ არლინგტონის ბაზაზე მოქმედი საერთაშორისო განვითარების მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა „სოციალური ზეგავლენა“ (SI) აცხადებს კონკურსს წარჩინებული ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით “ქართული მედიის დემოკრატიზაციის, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის დონის შეფასება“ (G-MEDIA). ცენტრი ეძებს მონიტორინგისა და შეფასების განხორციელების მცოდნე სტაჟიორებს ფირმისათვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ქართულ მედიასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების შეყვანისა და კოდირების მიმართულებით. სტაჟიორები იმუშავებენ კომპანიის თბილისის ოფისში. სამუშაო განაკვეთი არასრულია.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს:
• წარმოადგენდნენ ეროვნებით ქართველ სტუდენტებსა ან კურსდამთავრებულებს სოციალური მეცნიერებების, მედია სწავლებების, ჟურნალისტიკისა ან მონათესავე სფეროების მიმართულებით;
• სრულყოფილად ფლობდნენ კომპიუტერის Microsoft Office პროგრამას, განსაკუთრებით Excel-ს მონაცემთა შეყვანისა და ანალიზის განსახორციელებლად;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ და ქართულ ენებს;
• გამოირჩეოდნენ ცოდნითა და დაინტერესებით მედია სფეროში;
• სასურველია კვლევითი საქმიანობის გამოცდილება მოცემულ სფეროში;
• მტკიცე ანალიტიკური და საკომუნიკაციო უნარ - ჩვევები;
• გამოირჩეოდნენ ორგანიზებულობით, ენთუზიაზმით, შრომისნაყოფიერებით, ინიციატივის გამოჩენის უნარითა და დამოუკიდებლობით;
• გამოირჩეოდნენ მზადყოფნით შემდგომი სწავლისა და განვითარებისადმი.
საბოლოო გასაუბრებისათვის მხოლოდ კანდიდატთა შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) 2011 წლის 12 აპრილამდე. მიიღება მხოლოდ ელექტრონული განაცხადები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.