ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობებზე

 სამუშაოს აღწერა:
•    პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა - დესკტოპ და ვებ- აპლიკაციები;
•    პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მხარდაჭერა;
•    არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების განხორციელება.

 ხელფასი: 1,875-2,500 ლარი.
 ხელფასის შუალედი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

 აუცილებელი ცოდნა:
•    ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კონცეფცია;
•    NET ტექნოლოგიები - WinForms, ASP.NET, WPF, WCF, ADO.NET;
•    პროგრამირების ენა C#;
•    MS SQL Server მონაცემთა ბაზასთან მუშაობა;
•    ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად.

 უპირატესობად ჩაითვლება:
•    T-SQL-ის ცოდნა;
•    jQuery-ის ცოდნა;
•    Entity Framework-თან მუშაობის გამოცდილება;
•    MTA, MCTS, MCPD სერტიფიკატების ფლობა.

 განათლება: ბაკალავრის ხარისხი ზუსტ მეცნიერებებში.

 სამუშაო გამოცდილება: 2 წელი.

 უნარ-ჩვევები:
•    ანალიტიკური აზროვნება
•    ორგანიზებულობა
•    პასუხისმგებლობის გრძნობა
•    ეფექტური კომუნიკაცია
•    კეთილსინდისიერება
•    მიზანდასახულობა
•    დროის მართვის უნარი.

პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტი: ავტობიოგრაფია (CV).

შერჩევა მოხდება 3 ეტაპად. თავდაპირველად კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით; მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება; ხოლო მესამე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან ფსიქოლოგიურ ტესტირებას. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mcla.gov.ge (გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელ-წერილის სათაურის ველში - "Programmer") ან ხელზე ჩააბაროთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მისაღებში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 42.

ტელ.: 2312745, 2312747 (113).

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.hr.gov.ge

ბანერები