საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის ყველაზე წარმატებული და ნოვატორული პროექტია, რომელსაც ანალოგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ აქვს. იუსტიციის სახლი წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების ერთობლიობას, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება 250-ზე მეტი სერვისი. აქ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად იღებს მისთვის სასურველ მომსახურებას. იუსტიციის სახლი მთლიანად ცვლის და სულ სხვა დონეზე აჰყავს აქამდე არსებული მომსახურების კულტურა. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით გახსნილია და წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის 4 (ბათუმის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის) სახლი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
• ბონუს სისტემას;
• სამედიცინო დაზღვევას.
პოზიცია: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი (Help Desk).
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითად და რეგიონულ ოფისებში არსებული ტექნიკური პრობლემების შესახებ ტელეფონის, ელ. ფოსტის და ინციდენტების აღრიცხვისა და მართვის პროგრამის საშუალებით დაფიქსირება; ინციდენტების შესახებ თანამშრომელთა კორექტული ინფორმირება და შესრულების ვადების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური.
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
• ოპერაციული სისტემების - MS Windows XP, Vista, Seven - კარგი ცოდნა.
• MS Office საოფისე პროგრამებთან მუშაობის (სამომხმარებლო დონეზე) გამოცდილება; MS Outlook-თან მუშაობის გამოცდილება.
• კომპიუტერული ტექნიკისა და ნაწილების (Hardware) ცოდნა.
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
• დიპლომატიურობა.
• გუნდური შრომის უნარი.
განაცხადის გაგზავნი ბოლო ვადაა 2012 წლის 8 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.